თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია აირჩია

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია აირჩია

  • თსუ
  • ოქტომბერი 24, 2022
  • 109

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა
საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით ჯაბა სამუშია აირჩია.
საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის კახა ლორიას თქმით, აკადემიური საბჭოს სიითი
შემადგენლობიდან (33 წევრი) 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. აქედან 28
წევრმა მხარი დაუჭირა ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. 
 
საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა თსუ აკადემიურმა საბჭომ. 
 
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 ოქტომბერს მას შემდეგ
დაინიშნა, რაც ყოფილმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის
შესახებ მიმართა აკადემიურ საბჭოს. 13 ოქტომბერს დასრულდა რექტორის
მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა წარდგენის ვადა. განცხადება ერთმა
კანდიდატმა- ჯაბა სამუშიამ შემოიტანა.

მსგავსი სიახლეები

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში მშენებლობა გაძვირდა. კერძოდ, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თებერვალთან შედარებით 1%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან…
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი დღეს, 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის…
აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…